LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ქართული მინი ჩურჩხელების შეძენით დაინტერესდნენ

251
202623196-335194851336281-880728957345587808-n

ქართული მინი ჩურჩხელები უცხოეთში გაიყიდება. აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ექსპორტისათვის ემზადება.

კომპანიის საექსპორტო გეგმებზე მისმა დამფუძნებელმა ელენე ჯიშიაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, „ჩაროზის“ პროდუქციით რუსეთში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაინტერესდნენ.

„თუმცა, პრობლემაა ის, რომ დიდი წარმადობა არ გვაქვს და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ჯერ არ შეგვიძლია. საფრანგეთშიც არის ინტერესი, მაგრამ გაფართოებისათვის დამატებითი ინვესტიციები გვჭირდება. მომავალი წლისათვის, ვფიქრობ რომელიმე მიმართულების ათვისებას უკვე შევძლებთ“,- აცხადებს ჯიშიაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“.

ცნობისთვის, ამჟამად „ჩაროზის“ ბრენდით 8 სახეობის პროდუქტი იწარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები