LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას – სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ – “ლელო” სააკაშვილის ციხეში ყოფნას ეხმაურება

48
ლელო 33

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დროსა და ფორმაზე შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის. – აცხადებს პარტია ლელო და საზოგადოებას მათ პოზიციას აცნობს ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნასა და შიმშილობასთან დაკავშირებით.

როგორც “ლელოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი მოსაზრებით, “სიტუაციას ამძიმებს საქართველოში არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების პირდაპირი დადასტურებაა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და მათ მიერ გამოთქმული პატიმრის ღირსების შემლახავი შეფასებები სრულად გაცდენილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მორალის ჩარჩოებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას – სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ. აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა არ დგას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა. ასეთი დამღით ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს სამოქალაქო ერთობას და ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.” – აღნიშნულია “ლელოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები