LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახეთი საქართველოს ტურიზმის ვარსკვლავია, მისი პოტენციალის ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია“ – შუხმან ჯგუფი

114
shutterstock-315103586

კახეთის ტურისტული პოტენციალის, ჯერჯერობით, მხოლოდ 65%-ია ათვისებული, – ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს.

მან კახეთზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე, გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და თქვა, რომ კახეთი საქართველოს ტურიზმის ვარსკვლავია.

„ამ კუთხეს ეკონომიკაში უდიდესი როლი აქვს, კახეთი ღვინის ტურიზმის ცენტრია, ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოხატული მეღვინეობა და მევენახეობა, რეგიონში უამრავი სასტუმრო და კომპლექსია, ამასთან, უკვე კახეთით საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებიც ინტერესდებიან, ამის მიუხედავდ, ვიტყოდი, რომ კახეთის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ 65 %-ია ათვისებული, დანარჩენი კი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ამიტომ, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა“, –  ამბობს „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე განმარტებით, კახეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება, სავარაუდოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები