Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნატოს სამიტი და თავდაცვის რეფორმა – პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა შეაფასა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს სამიტი და თავდაცვის რეფორმა – პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა შეაფასა

75

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატოს სამიტი.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე შესაბამისად აღინიშნოს. საუბარი იყო, თუ როგორ და რა ფორმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატოსთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. მისი ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თავდაცვის რეფორმაა.

ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან, რათა ნატოს სამიტზე ის შედეგი დაფიქსირდეს, რასაც საქართველო ელის.

ჩვენ ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ სამიტზე მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველით. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის, წევრობის გზაზე შესაბამისად დაფიქსირდება. ნატოს სამიტზე საქართველო იქნება წარმოდგენილი შესაბამის ფორმატებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, იყენებს ეფექტურად, ვიყენებთ ეფექტურად და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება სამიტის გადაწყვეტილებებზე, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტის სასახლეში გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა.