LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი – გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების

28

გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე, მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია.

“მინდა შევეხო გასულ 2 დღეში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. არასოდეს ვიკავებთ თავს ახალგაზრდობასთან საუბრისგან. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცველები, პოლიციელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ სამართალდამცველი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა ერთ პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ასევე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მათმა უდიდესმა ნაწილმა მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია”,- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები