ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, ის 12 წლის შვილიშვილს და რძალს ვერ პოულობს.
“ბავშვები არიან მოყოლილი, ჩვილიც შეიძლება იყოს, მჯერა, მაშველები შეაღწევენ” – მგალობლიშვილი
„გავიგო, ადამიანი ცოცხალია, მკვდარია. არ მპასუხობს ტელეფონზე. პირველ კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მესამე სართულზე იყვნენ. რაც გავიგე ტელევიზორით, მის მერე ვრეკავ, სამსახურში ვიყავი და იქიდან მოვდივარ. ოჯახში სამი წევრია.
ორი შვილიშვილი მყავს, ერთი სკოლაშია. ბავშვი და რძალი იყვნენ სახლში. ბავშვი 12 წლისაა, ზარი გადის და არ მპასუხობენ“, – ოჯახის ერთ-ერთი წევრის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში ღარიბაშვილიც ჩადის.
იხილეთ ვრცლად:
ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე