Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ბავშვები არიან მოყოლილი, ჩვილიც შეიძლება იყოს, მჯერა, მაშველები შეაღწევენ” – მგალობლიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვები არიან მოყოლილი, ჩვილიც შეიძლება იყოს, მჯერა, მაშველები შეაღწევენ” – მგალობლიშვილი

154
BeFunky-collage

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნანგრევებში ამ დრომდე მყოფ ადამიანთა შორის რამდენიმე ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილია.

“ერთი მცირეწლოვანი ბავშვია ნანგრევებში, ჩვილიც შეიძლება იყოს. ერთის მშობელი გარეთ იმყოფება.

რა რესურსიც კი აჭარასა და ჩვენს მეზობელ რეგიონებში არსებობს, ყველაფერს ვიყენებთ. მე მჯერა, რომ უახლოეს ხანებში, ბავშვთან, რომელიც კონტაქტურია, მაშველები შეაღწევენ. ბავშვი, რომელიც კონტაქტზე გამოდიოდა, სავარაუდოდ მარტო არ იმყოფება ნანგრევებში”,- განაცხადა მგალობლიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

რაც შეეხება კორპუსის ჩამოგრევის მიზეზებს, როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, კორპუსი ავარიული არ იყო.

“ეს კორპუსი ჩემთან ახლოს არის და შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად არ არის ავარიული და წარმოდგენა არ მაქვს რამ გამოიწვია მისი ნგრევა. აქ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ნამდვილად მიმდინარეობდა სამუშაოები,”- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები