მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ კლუბებში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის ჩატარება ან ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრის დაწყება ბერა ივანიშვილის facebook-ის პოსტს ან მის კლიპს უკავშირდება.
„ბერა ივანიშვილი არის ახალგაზრდა კაცი, ხელოვანი, რომელსაც აქვს გამოხატვის თავის ფორმები. როგორც ახალგაზრდა კაცს, მისი შეხედულებები, ხშირად გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ჩემი შეხედულებები, ან ჩემი თაობის ადამიანის შეხედულებები.
ჩვენ რომ დავიწყოთ მისი ტექსტის დეტალური განხილვა, გუშინდელ კლიპზე ვლაპარაკობ, შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდეს და შენიშვნა მქონდეს,“ – ამბობს სოზარ სუბარი.