რუსთაველის გამზირზე აქციისას ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებული 19 პირი გათავისუფლეს.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებული 19-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ყველა პირი ადმინისტრაციულად პარლამენტთან მიმდინარე აქციის კონტრაქციაზე გუშინ დააკავეს. ხელწერილით გათავისუფლებულთა შორისაა გიორგი გაბედავა, რომელმაც კონტრაქციის გამართვა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.