26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის ფაქტს ეხმიანება მომღერალი ლაშა ღლონტი და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის!!! მაპატიეთ, ვერ ვპასუხობ ყველა ზარს!!! დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის”, – წერს ლაშა ღლონტი.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდანაც.
როგორც “ფორტუნას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, ყველა ოჯახს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალდა და საცხოვრებელი აღარ აქვს – ქირით გაიყვანენ.
რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა – რას აცხადებენ ბათუმის მერიაში
ამავე თემაზე:
„ვერ გამომიყვანეს ჩემი შვილი… მომიყვანეთ ჩემი შვილი…“ – უმძიმესი კადრები ბათუმიდან
ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 3 ბავშვია – რას ყვება თვითმხილველი