LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნონიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს

112
გიორგი ნონიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

თუმცა, ამასთანავე, ნონიაშვილი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ არის ცალკე პარტია და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს.

რაც შეეხება აქციებს, ეს არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც უშუალოდ  მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება და აქციებზე იქნებიან მათი მხარდამჭერები, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ აქციებზე მონაწილეობას არ იღებს და არც ორგანიზებაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ვართ ცალკე პარტია, მაგრამ სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მძევალი ამ ხელისუფლების“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებელი” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება