LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ინდონეზიაში – თვითმკვლელ ტერორისტებს შორის 8 წლის ბავშვი იყო

82

ინდონეზიაში დღეს კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. თავდამსხმელები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ შორის, 8 წლის ბავშვი. პოლიციის ცნობით, ქალაქ სურაბაიაში ერთი ოჯახის ხუთი წევრი ორი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მათ თავი მაშინ აიფეთქეს, როდესაც პოლიციის საგუშაგოს მიუახლოვდნენ. თვითმკვლელებს შორის მხოლოდ 8 წლის ბავშვი გადარჩა.

აფეთქების დროს დაიჭრა სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი პოლიციელი.

ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში ტერაქტების სერია გუშინაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც, თავდასხმის ორგანიზატორი და შემსრულებელი ერთი ოჯახი იყო. დედა 12 და 9 წლის ქალიშვილებთან ერთად ქრისტიანულ ეკლესიაში შევიდა და თავი აიფეთქა. პარალელურად, კიდევ ერთ ტაძარში, ამავე ოჯახის წევრმა მამამ და მისმა ორმა ვაჟმა აიფეთქეს თავი. ბავშვების ასაკი 16 და 18 წელი იყო. ისინი ეკლესიაში მოტოციკლებით შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.

გამოძიების ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ინდონეზიაში მოქმედ დაჯგუფებას ეკისრება, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები