LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრი ხმაურის“ და შს მინისტრის შეხვედრაზე ომბუდსმენს ელოდებიან

73

შს მინისტრს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები შეხვდებიან. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა, რადგან შეხვედრაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მისვლას ელოდებიან.

როგორც ცნობილი ხდება, გიორგი გახარიასთან მოძრაობის წარმომადგენლების შეხვედრაზე დღეს მხოლოდ ტექნიკური საკითხები იქნება განხილული. ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განაცხადა.

მახარაძის ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე კითხვის ნიშნები მცირე წარმომადგენლობითმა ჯგუფმა გააჩინა, სწორედ ამიტომ მეტი ლეგიტიმაციისთვის დღეს გაიწერება სამუშაო შეხვედრათა გრაფიკი.

„ის კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ჩართული ამ ფორმატში, ჯერ შეთანხმებული არ არის. ჩვენ დღეს წარვუდგენთ იმ პირთა ჯგუფს, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ მოლაპარაკებებში, ეს არის პრინციპული ამბავი, რომ ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია, ვისაუბროთ საზოგადოებასთან ნდობის ამაღლების გამო. ეს არის შედეგისთვის აუცილებელი და საჭირო,“ – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, სოფო ვერძეული, გურამ იმნაძე და ივანე გეთიაშვილი.

წიქარიშვილის თქმით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები ესკალაციის თავიდან ასარიდებლად უდიდეს კომპრომისზე წავიდნენ. წიქარიშვილი გუშინდელ გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად სწორს“ უწოდებს.

გუშინ ორგანიზაციის წევრებს შორის არსებეულ უთანხმოებას ადვოკატი, გიორგი მახარაძე ემოციურ ფონს უკავშირებს.