LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ლატარიაში თითქმის 700 მილიონი დოლარი მოიგო

60
im-411543

კალიფორნიის მკვიდრმა powerball-ის ლატარიაში 699,8 მილიონი დოლარი მოიგო. უზარმაზარი ჯეკ-პოტის მფლობელის ვინაობას გამოცემა The Wall Street Journal არ აზუსტებს.

აშშ-ს ლატარიის ისტორიაში ეს სიდიდის მეშვიდე მოგებაა. 700 მილიონის გათამაშების მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ ლატარიის უკანასკნელი 40 გათამაშება მომგებიანი არ ყოფილა და დიდი ჯეკ-პოტის მოხსნაც ვერავინ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი თავისი პრიზის მიღებას ნაწილ-ნაწილ 29 წლის განმავლობაში შეძლებს, ანდაც მას შეუძლია რომ მთლიანი თანხა ერთდროულად მოითხოვოს, თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ 496 მილიონს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები