კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტისკენ გადაინაცვლა. ისინი, მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” პარალელურად, 3 კონტრაქცია იმართება. ხალხის ეს ნაწილი, რომელიც ქაშუეთის ეკლესიასთანაა შეკრებილი და პოლიციას პარლამენტთან მიახლოების უფლებას სთხოვს, უფლებადამცველი გიორგი გაბედავას ორგანიზატორობით მოქმედებს.
“მიგვიყვანეთ, დაგვინახოთ, შეეშინდეთ და გამოგვიყვანეთ. არაფერი ზედმეტი არ მოხდება”, – მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს და დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებენ.
კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მისვლა თავიდანვე სურდა, თუმცა ზოგიერთი ჯგუფის და მოძრაობის ლიდერები ამის წინააღმდეგები იყვნენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან აქციაზე გამოსვლები შეწყდა და მუსიკა ჩაირთო.