პარლამენტის შენობასთან მისვლას და კონტრაქციის გამართვას კიდევ ერთი ჯგუფი გეგმავს.
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები თაბუკაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, „არ დაუშვებენ საქართველოში ნარკომოვაჭრეებისა და ლგბტ აქტივისტების დღის წესრიგს და დაიცავენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას წინაპრებისგან აქვს დატოვებული“.
ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, კლუბების დარბევის გამო, პარლამენტთან დღეს განახლებულ აქციას, უკვე მესამე კონტრაქცია ემატება.
რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობასთან” ერთად, „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული და არ აძლევს საშუალებას აქციის მონაწილეები ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ საბანაძე.
დღეს, კანცელარიასთან გაიმართა, კიდევ ერთი მცირემასშტაბიანი კონტრაქცია სახელწოდებით, „არა ნარკოტიკს“.