LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

62
1

პაკისტანში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბელუჩისტანის პროვინციაში გამთენიისას მოხდა. ეპიცენტრი კი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 100 შენობა დაინგრა და მრავალი ნაგებობა დაზიანდა.

გარდაცვლილებს შორის არის ერთი ქალი და ექვსი მცირეწლოვანი.

პროვინციის კატასტროფის მართვის ორგანოში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფები ნანგრევების გაწმენდას და იქიდან დაშავებულების გამოყვანას კვლავ ცდილობენ.

პაკისტანში ძლიერი მიწისძვრები ხშირად ხდება.

2015 წლის ოქტომბერში პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 400-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავღანეთი 2005 წლის 8 ოქტომბერსაც, მაშინ 73 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 3,5 მილიონი კი უსახლკაროდ დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები