LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბში შეჭრის ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს – კახა კალაძე

40

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ , გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარდა, პირველი კომენტარი გააკეთა და  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, როგორ აფასებს  კლუბებში შეჭრის ფაქტს, კალაძემ განაცხადა, რომ ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს.

ჩვენ გვიკვდება დები, ძმები. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ და ვმსჯელობთ. გუნდში დაწყებულია მუშაობა ნარკოპოლიტიკაზე. არსებული არავისთვისაა მისაღები. აქაც თუ აქვთ ინტერესი, რომ ნახოთ, თუ როგორი მოსაზრება გვაქვს, შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არასდროს აღმართულა ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს, თუმცა ვთანხმდებით, რომ ნარკორელიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ განაცხადა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები