მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ჩაუტარდა.
ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.
“ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია, ის ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია”, – განაცხადა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.