LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გამოიწვევს დღევანდელი ახალმთვარეობა: „იმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა…“

110
ramazgigaurinews

ასტროლოგი რამაზ გიგაური დღევანდელ ასტრომოვლენაზე წერს და აღნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვე არცთუ მარტივი იქნება.

„დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:06 საათზე ახალმთვარეობაა. მთვარე უერთდება არა მხოლოდ მზეს, არამედ მარსსაც და და ეს ხდება სასწორის მე-14 გრადუსში.

უახლოესი ერთი თვე:

* იოლად შეიძლება დაირღვევს წონასწორობა (მშვიდობა);

* ვერ მოხერხდეს შეთანხმება (ან დაირღვეს შეთანხმება);

* დალაგებული სიტუაცია „აყირავდეს“;

* მატულობს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა;

* გლობალურ დონეზე მატულობს პოლიტიკური კრიზისების, პროვოკაციების და შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობა.

ეს ახალმთვარეობა – ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ცხადია, სასწორებისთვის, ასევე ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის.

ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში დატვირთული აქვს ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის მე-13, მე-14 და მე-15 გრადუსები.

დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.

გისურვებთ სიმშვიდეს და ჰარმონიას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები