პსჟ-ს თავდამსხმელის ლეო მესის 20 წლის წინანდელი დოკუმენტი აუქციონზე გაიტანეს.
აღნიშნავენ, რომ ბარათი დაახლოებით 1995-2000 წლებით თარიღდება და მასზე 34 წლის ფეხბურთელის ფოტო და ხელმოწერაა. ამ პერიოდში მესი ჯერ კიდევ „ნიუელ ოლდ ბოიზში“ თამაშობდა. ვარაუდობენ, რომ ეს არგენტინელის ერთ-ერთი პირველი ხელმოწერაა დოკუმენტზე.
ამერიკულმა კომპანია Goldin Auctions-მა სტარტი 10 ათასი დოლარიდან აიღო. თანხა 7-ჯერ შეიცვალა და 20 ათასამდე ავიდა. ვაჭრობა გრძელდება.
მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 3 მატჩი ითამაშა და არ გაუტანია. ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 შეხვედრაში 1 გოლი აქვს.