კანის რიგით 71-ე კინოფესტივალზე ქეით ბლანშეტის გამოჩენას განსაკუთრებულად ელიან. „ოსკარის“ ორგზის მფლობელი მსახიობი წელს ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობს და თითქმის ყველა საკონკურსო ფილმის ჩვენებას ესწრება. ამჯერად ბლანშეტი ფილმის „ცივი ომი“ პრემიერას დაესწრო, სადაც „კონკიას“ ამპლუაში წარსდგა ფოტოგრაფებთან. ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე ბერძენი დიზაინერის, Mary Katrantzou-ის ულამაზეს ყვავილოვან კაბაში გამოჩნდა, ხოლო ფეხსაცმელი იტალიური ბრენდის, Aquazarra-ს კოლექციიდან შეარჩია. ანსამბლს Chopard-ის სამკაული ამშვენებდა და ჯამში ქეითი შეუდარებელი იყო. მან დიდხანს იპოზიორა ფოტოგრაფებთან და წითელი ხალიჩის კიბეებზე დაცვის თანხლებით ავიდა.
ფილმი „ცივი ომი“ პაველ პავლიკოვსკის ნამუშევარია. ფილმი დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.