LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინი 2023 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულს მიიღებს

63
aerofoto-tallinn-vanalinn-88306699

ტალინი ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდება. ესტონეთის დედაქალაქმა შვედეთის გეტებორგს, პოლონეთის კრაკოვს და ბულგარეთის სოფიას აჯობა.

ფინალისტ ქალაქებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა. კანდიდატთა შორის კი ის დასახლებები მოხვდნენ, რომელთა მოსახლეობაც 100 ათას ადამიანს აჭარბებს. სპეციალისტებმა კონკურსანტები 12 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასეს, რაც ჰაერისა და წყლის ხარისხს, ბიომრავალფეროვნების დაცვას, „მწვანე“ საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას და ეკოლოგიაზე ზრუნვას მოიცავდა.

ტალინმა თავი არხების დაბინძურებასთან ბრძოლით გამოიჩინა. ქალაქში ბიომრავალფეროვნებაც დაცულია და „მწვანე“ ტრანსპორტიც ვითარდება. გარდა ამისა, ესტონელები „მწვანე“ ინიციატივებში აქტიურად არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ, ფინეთში ქალაქ ლახტში გაიმართა. „ევროპულ მწვანე სიას“ ევროკავშირი 2011 წლიდან ავლენს და გამარჯვებულებს სხვადასხვა პროგრამებით ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები