LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურმან დუმბაძე: მადლობა მიშა, 2004 წლის 6 მაისისთვის, ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის და მადლობა, რომ ციხეში კი არა, ჩვენთან ხარ ბრძოლაში

245
778B2733-DBDB-4F2B-BEA2-8923D5CEE383

„მადლობით მინდა დავიწყო, ბოდიშით უნდა გავაგრძელო და მადლობით მინდა, დავასრულო,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იქ, სადაც ახლა სააკაშვილია, პატივია მისთვის – ნიკა მელია

„2004 წლის 6 მაისია, გადამწყვეტი ბრძოლა ბათუმისთვის. 15-17 წლის წინანდელ ამბავს გახსენებთ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა გამოვედი უნივერსიტეტის კიბეებთან და განვაცხადე ასეთი რამ: საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს!

მიშა გაჩნდა ბათუმში და სეპარატისტული ხელისუფლება აჭარაში დამარცხდა 2004 წლის 6 მაისს. დიდი მადლობა, მიშა! დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძის თქმით, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ტარიელ ღარიბაშვილის შვილი გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი.

სააკაშვილის გზავნილი აქციის მონაწილეებს: მესმის თქვენი ხმა, ბრძოლის სურვილი მიათმაგდება, “ვაწვებით” გამარჯვებამდე

„2021 წლის 2 ივნისი. შენი სათაყვანებელი ბათუმი თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს და იგებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით. მის გასაგონად, შეიძლება, არ აქვს ინფორმაცია.

ბათუმში სულ არის 35 დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლება. აქედან 19 დეპუტატი არის ოპოზიცია და წმინდად აღებულია ქალაქი ბათუმი.

ბათუმში ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო დროშა. მადლობით მინდა, დავასრულო. მადლობა იმისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტო, რომ შენ ციხეში კი არა, ჩვენთან ხარ. ბრძოლა ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები