LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვილიას ბრინჯაო აქვს, ხოჭოლავას თასი, ქვილითაიას სიმბოლური

92

შვეიცარიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ვაკო გვილიას “ლუცერნმა” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა “სენტ გალენი”.
გვილიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
“ლუცერნი” მე-3 ადგილზეა, ბრინჯაოს მედლებს აწი ვერავინ შეეცილება და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

 

 

უკრაინაში, თასის ფინალი გაიმართა: “შახტარმა” 2:0 დაამარცხა კიევის “დინამო”.
დონეცკელთა მცველი დავით ხოჭოლავა, ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, ის 90-ე წუთზე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელთა გუნდში 96-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე 17 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

 

პოლონეთში, ნიკა კაჭარავას კელცეს “კორონა” ზაბჟეში დაუზავდა “გურნიკს” 2:2.
შეუცვლელად ითამაშა კაჭარავამ და მისი პასით გაიტანა საპასუხო გოლი სორიანომ. ნიკამ საგოლე გადაცემა წინა ტურში “ლეგიასთანაც” გააკეთა.

 

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში გურამ კაშიას “ვიტესმა” გასვლაზე ადვილად სძლია “დენ ჰააგს” 5:2. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. “ვიტესი” ალბათ ფინალში გავა, სადაც “ჰერენვეენსა” და “უტრეხტს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. პლეი-ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

 

ვენის “რაპიდის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ავსტრიის ბუნდესლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ჩვენებურის თამაში ავსტრიულმა Sky-მ გამოარჩია.
გიორგიმ გასულ უიქენდზე “ლინცთან” შეძლო გოლის გატანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგებაში დაეხმარა.
ქვილითაია მიმდინარე სეზონში 13 გოლით (10 ბუნდესლიგაში, 3 თასზე) “რაპიდის” საუკეთესო ბომბარდირია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები