LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინის მეპატრონეს, სადაც სააკაშვილი დააკავეს, პროკურატურა დღეს ბრალს წაუყენებს

87
პროკურატურა

ბინის მეპატრონეს, სადაც სააკაშვილი დააკავეს, პროკურატურა დღეს ბრალს წაუყენებს. ბრალის წარდგენა 16:00 საათზე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.

სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები