LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51,92%-ია: ცესკო

46
ცესკო

20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება საჩივრებს, ჯამში ქვეყნის მასშტაბით, 366 საჩივარი დაიწერა, რაც პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობაა მოთხოვნილი.

“არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია. კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს, იქ ეს ოქმები დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. შედეგებს კი ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებ-გვერდზე,” – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები