ნაომი ქემპბელი ამჯერად პარიზში მყოფება, სადაც მოდის კვირეულში მონაწილეობს. სუპერმოდელმა რამდენიმე მოდის სახლის ჩვენებაზე გაიბრწყინა, პარალელურად კი მისი გადაღება პაპარაცებმა სასტუმროს ტერიტორიაზე მოახერხეს. თეთრ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი მოდელი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის სასტუმროდან გამოდიოდა.
ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ
თეთრებში გამოწყობილმა მოდელმა სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივრებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, თეთრ ორეულს ნაომიმ ვარდისფერი ფეხსაცმელი და ჩანთა შეუხამა.