„როიტერსის“ ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ღამის საათებში კომენდანტის საათს აწესებს.
შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევა და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
ზომები მკაცრდება ქალაქ სალონიკში და მთელ რეგიონში, ასევე, მეზობელ რეგიონ ჰალკიდიკიში.
გამოცემის თანახმად, საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ფონზე, ჩრდილოეთ ნაწილში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.
30 სექტემბერს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 232 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 33 ადამიანი. საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით 58 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.