“მიუხედავად იმისა ჩამოვიდა თუ არა, მან უკვე გადატეხა ამომრჩევლის განწყობა” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით, “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.
“როგორია გაყალბებაზე წახვიდე, როდესაც ზურგსუკან გესმის მიხეილ სააკაშვილის სუნთქვა” – ხათუნა ლაგაზიძე
როგორც ლაგაზიძე აცხადებს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც “ეჭვის ჭია არ ღრღნიდეს” სააკაშვილი შემოვიდა თუ არ შემოვიდა საქართველოში. ამდენად ეს ქვეყნის ყველა ამომრჩევლის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს.
“ეს განაპირობებს იმას, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი სრული შემადგენლობით მივა არჩევნებზე” – ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს სიტუაცია მას 2012 წლის არჩევნებს აგონებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” გასაკვირად, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”
“ის ნაწილი ქართული ოცნების, ვისაც “მედროვეები” შეიძლება ვუწოდოთ, ათასჯერ დაფიქრდება ვიდრე ოცნებას მისცემს ხმას” – ხათუნა ლაგაზიძე
როგორც ლაგაზიძე ამბობს, ფინალური აკორდი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების განწყობა, რამდენადაც “გაყალბებაზე რომ ხელი წაუცდეს, მის უკან სააკაშვილის სუნთქვა ესმის