გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 614 763-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 633-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 586 704-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 8 976 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 70 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 169 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 768-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 42 657, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, PCR ტესტით – 14 458.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%
დღიურად აცრილთა რიცხვი 12 562-ია.