ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის ერთი წლის თავზე დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი სპეციალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც ამ ფაქტისადმი საზოგადოებისა და ხელისუფლებისყურადღების მიპყრობაა.
დეტალებზე სასაუბროდ უჩა ნანუაშვილი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა.
ირაკლი ბებუა, გასული წლის 30 სექტემბერს გალში, ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს, თუმცა ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს და 9 წლით პატიმრობამიუსაჯეს.