LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს კვების ჰოლი ექნება: ბაზარი და რესტორნები ერთ სივრცეში მოეწყობა

473
ipiccy-image

მალე, თბილისში „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნება. პროექტის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ მესარკიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე, რეგიონის მასშტაბით ახალი კვების ჰოლი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა.

მესარკიშვილის თქმით, „ბაზარი ორბელიანზე“ ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც აგრარულ ბაზარს, ისე კვების სივრცეს, სადაც ოპერირებას დაიწყებს 35-მდე ქართული და საერთაშორისო რესტორნების სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შექმნილი ახალი ბრენდები.

ცნობისთვის, „ბაზარი ორბელიანზე“ მთლიანად ქართული ინვესტიცია ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები