“ლაგუნას გადასარჩენად” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 39ა-ში, ბანკი “ქართუს” მიმდებარედ იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, “ქართუს” შეახსენონ, რომ თბილისს “ლაგუნა ვერე” სჭირდება. წელს “ლაგუნა ვერეს” 40 წელი უსრულდება. ეს არის აუზი, რომელმაც, აქციის მონაწილეთა თქმით, ათასობით სპორტსმენი გაზარდა და დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოც იყო. “ლაგუნა ვერე” “ქართუ ჯგუფის” მფლობელობაშია და აუზი 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ აღარ გახსნილა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.