ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფრანგული კინოს ლეგენდა და ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალად ცნობილი ბრიჯიტ ბარდო ფოტოგრაფებმა პირველად გადაიღეს. ლეგენდარული მსახიობის ცნობა ახლა მხოლოდ ვარცხნილობით შეიძლება, სხვა მხრივ კი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს სწორედ ის ქერათმიანი ლამაზმანია, რომელსაც მსოფლიო ეტრფოდა.
87 წლის მსახიობი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის დაცვის წევრის დახმარებით, ყავარჯნების თანხლებით მანქანიდან გადმოდიოდა. ბარდოს შავი მაისური და შავი შარვალი ეცვა, თმაზე კი ულამაზესი აქსესუარები ეკეთა, რაც ყოველთვის მისი სავიზიტო ბარათი იყო.