LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AFD საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს

50

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ჟან კლოდ პირეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ.

საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

”AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები