ბათუმი Euronews English-ის ფოკუსში: სიუჟეტი „ევრონიუსის“ ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში, ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს.
სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი.
“საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს” – ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სიუჟეტში ბათუმსა და ზოგადად, აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ.