LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 220 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

65
249575725-0-67-3404-1982-1920x0-80-0-0-4ae22c5c265b16b0ab7c4e32b4b7b524

დღეის მონაცემებით, კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული – მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე რეალიზებულია. 20 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 220 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

გადამუშავებული ყურძნიდან 118 ათას ტონამდე რქაწითელია, 72 ათას ტონამდე – საფერავი, 4,4 ათას ტონამდე – კახური მწვანე, დანარჩენი – სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების პროცესში, რთველის დაწყებიდან დღემდე, 220 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.

ცნობისთვის, ეს არის პირველი რთველი, როდესაც ფერმერი საწარმოებს ყურძენს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე აბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები