LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედას ბუშტი გვიბრუნდება – წულუკიანი სააკაშვილზე

250
თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას ამ საკითხზე დამცინავი დამოკიდებულება აქვს, რადგან სააკაშვილს სერიოზულ პიროვნებად ვერ აღიქვამს.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მისი ეს რეაქცია არავის ეწყინება.

“იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ – ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი 2 ოქრომბერს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, რისი დამადასტურებელი ავიაბილეთი გუშინ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები