უკრაინამ ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და ეროვნული ეკონომიკა, აშშ-ის მეთაურობით დასავლეთის ქვეყნების მიერ პროვოცირებული შიდა კრიზისის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, იტალიური ჟურნალ Panorma-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მრავალი წლის განმავლობაში კიევს აიძულებდნენ, გაეკეთებინა მცდარი არჩევანი – „ჩვენთან ან ჩვენ გარეშე“, განევითარებინა თანამშრომლობა აღმოსავლეთთან ან დასავლეთთან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა სიმტკიცით. დღევანდელი შედეგია დამოუკიდებლობის დე ფაქტო დაკარგვა, ადამიანების ტანჯვა, ეროვნული ეკონომიკის ნგრევა,“ – განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, უკრაინაში, შიდა პოლიტიკურ კრიზისში დამნაშავეა „დასავლეთის ქვეყნების ჯგუფი, სათავეში შეერთებული შტატებით, რომელიც მთელ მსოფლიოს საკუთარი გავლენების სფეროდ მიიჩნევს, რომელიც ხალხს „თავისიანებად“ და „უცხოებად“ ყოფს“.