LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში „ქეი ეფ სის“ პირველი რესტორანი გაიხსნა

4334
1

ქეი ეფ სი საქართველო, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – მაღალი მოთხოვნის საფუძველზე კომპანიამ ქ. ქუთაისში პირველი ობიექტი გახსნა.

ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ს/ც ვესთ ფოინთის (შარტავას #2 ; კარფურის მოლი) ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამე­რი­კუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლია, რო­მე­ლიც სა­ხელ­გან­თქმუ­ლია ქათ­მის მომ­ზა­დე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტით. იგი 1930 წელს და­არ­სდა კენ­ტუ­კის შტატ­ში (აშშ) ჰარ­ლამ სან­დერ­სის მიერ, რო­მელ­მაც უმოკ­ლეს ვა­და­ში შეძ­ლო სა­ხე­ლი გა­ეთ­ქვა თა­ვი­სი რე­ცეპ­ტე­ბით არა მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

საქართველოში ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად და კოვიდ ვითარების მიუხედავად, განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

“ვესთ ფოინთში” მდებარე ქეი ეფ სი-ს რესტორანი გათვლილია 100 სტუმარზე. სტუმრებისათვის რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან – 22:00 საათამდე და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ,,ვოლტის” მიტანის სერვისზე.

ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

ქეი ეფ სი-ს მისამართებია:

  • ,,ისანი მოლი” ნავთლუღის N8ა

  • ,,სითი მოლი” ხიზაბავრის N1

  • ,,სითი მოლი” ქავთარაძის N1

  • ჭავჭავაძის N26

  • ,,გალერია თბილისი” რუსთაველის N 2/4

  • გამრეკელის N2

  • ,,ისთ ფოინთ,, ალ. თვალჭრელიძის N2

  • დიდი დიღომი / ფარნავაზ მეფის N1 ,,გუდვილი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები