ისლანდია ევროპის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც აირჩია პარლამენტი, სადაც დეპუტატების უმრავლესობა ქალია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა.
შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს.
ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.
წინა არჩევნებში, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, ქალებმა ისლანდიის პარლამენტში მხოლოდ 9 ადგილი დაიკავეს.
მარტში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, ისლანდიამ გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყნის წოდება უკვე მეთორმეტედ მოიპოვა.