Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნატა ასათიანი: “ყოველდღიურად ვხდებოდი მატრავმირებელი კომენტარების მსხვერპლი… მეუბნებოდნენ, რომ დედას არ გავხარ… დიეტაზე არ უნდა დაჯდე?” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ასათიანი: “ყოველდღიურად ვხდებოდი მატრავმირებელი კომენტარების მსხვერპლი… მეუბნებოდნენ, რომ დედას არ გავხარ… დიეტაზე არ უნდა დაჯდე?”

619
BeFunky-collage (2)

ირმა სოხაძის ქალიშვილი, ნატა ასათიანი თინეიჯერობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ოჯახში სრული ჰარმონიისა და სიღალის მიუხედავად, თინეიჯერობის ორი წელი მისთვის ძალიან რთული იყო. როგორც მან The Talk შოუ-ში აღნიშნა, გარდატეხის ასაკში ძალიან ტრამვული გამოცდილება მიიღო. მიზეზი იმ პერიოდში მისი ჭარბწონიანობა იყო.

“ჩემთვის ძალიან ემოციური პერიოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ჩემს წონაზე არასდროს მქონია რაიმე ხაზგასმა, მეგობრებთანაც არასდროს ყოფილა თუნდა ირიბი ლაპარაკი იმაზე, რომ მე ჭარბი წონა მაქვს.

“საზოგადოების და უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, ყოველდღიურად ვხდებოდი ამ დიდი მატრავმირებელი კომენტარების მსხვერპლი. როგორც წესი მეუბნებოდნენ – ნატა, შენ ისევ მოიმატე წონაში? დიეტაზე არ უნდა დაჯდე?ან მეუბნებოდნენ, რომ “დედას არ გავხარ, როგორც სჩანს. დღეს რომ ჩემს წონაზე ვიღაცამ ირიბად ამგვარი კომენტარი გააკეთოს, ძალიან კარგად ვიცი რა პასუხს გავცემ, მთელი ცხოვრება რომ ემახსოვრება, მაგრამ მაშინ, როცა მე 16 წლის ვიყავი ვერაფერ ვერ ვპასუხობდი და ვიწყებდი თავის მართლებას”,- თქვა ნატა ასათიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები