LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: „ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, პროფესიონალები არიან, როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?! წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?”

149
1612791793-5e58065c3e407

„ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?!“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება, რომ ჰესი დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა – წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე? ამაზე გამოვარდა ხალხი. მეორე მომენტია, რომ 800 მილიონი სანამ დახარჯა ENKA-მ, ერთი ლარი რომ დახარჯა, როცა მიწები იყიდეს, როცა პროექტი გაკეთდა, ხელი ჩამოართვეს… დღეს საუბრობენ, რომ პროექტი არაა დახურული, დავუბრუნდებით. გამორიცხული არაფერია, გააჩნია მოლაპარაკებებს – მაგრამ ის რომ ნულიდან კი არ ვიწყებთ, მინუსიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას, უფრო რთულ სიტუაციაში ვვარდებით, ვიდრე იყო…

მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულები არიან გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, გლობალურ დათბობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსებს ვერ მოიპოვებენ, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ქვეყნის და ბუნების მომავალი,”-აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები