LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო National Geographic-თან თანამშრომლობას იწყებს

94

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

”ვაფართოებთ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პლატფორმების გამოყენებას საქართველოს სამსახურში, საქართველოსა და ჩვენი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია ჯგუფთან National Geographic-თან. მათთან ერთად ჩავატარებთ მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც მოიცავს 14 მაისიდან – 14 ოქტომბრამდე პერიოდს. მოხდება როგორც ჩვენი ზაფხულის სეზონის პრომოცია, ასევე შემოდგომისა და ზამთრის სეზონის. ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი იქნება მილიონობით ადამიანის წინაშე”, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, National Geographic-ს 56 მილიონიანი აუდიტორია გააჩნია, შესაბამისად, უამრავ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2018 წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები