LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია, ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჭრილში დამაკმაყოფილებელია

78
ეკატერინე ტიკარაძე

“უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფიცირების მხრივ, რეგიონებში მნიშვნელოვანი განსხვავებებია, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში:

“უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში – შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება.” – განაცხადა ტიკარაძემ.

დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ასეთია:

ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კოვიდ-19-ის 1 698 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები