LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გუშინ 12 948 ადამიანი აიცრა

86
1

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, სულ გამოყენებულია ვაქცინის 1 700 895 დოზა.

ამ დროისთვის, ორი დოზით აცრილია 740 814 ადამიანი.

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა იმერეთში – 1 483; მას მოსდევს აჭარა –  დღიურად ვაქცინირებული 1 400 ადამიანით, მესამე ადგილს კი სამეგრელო-ზემო სვანეთი იკავებს – 997 აცრილით.

შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.