LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების საფასო პოლიტიკის კვლევა ჩატარდა: სად ღირს პროდუქცია ყველაზე იაფი

428
242816110-450969759761726-4520928855237534143-n

საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების საფასო პოლიტიკის კვლევა ჩატარდა.

სახლის მშენებლობა, განახლება და მოწყობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამშენებლო-სარემონტო მასალების შერჩევისას ხარისხსა და ვიზულთან ერთად, გადამწყვეტ მნიშვნელობას ფასიც თამაშობს. სწორედ ამ საკითხზე კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ,,ეი სი თიმ“, ჰიპერმარკეტ ბრიკორამას დაკვეთით, კვლევა ჩაატარა. თუ რა იყო კვლევის მიზანი ამაზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ბრიკორამას“ მარკეტინგული პროექტების მენეჯერმა ცაბო გუგუნაშვილმა ისაუბრა.

ცაბო გუგუნაშვილი:

დავიწყებ იმით რომ, ბრიკორამა არის პირველი DIY ანუ ,,აკეთე შენით“ კონცეფციის  ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ მომხმარებლის საჭიროებები ყოველწლიურად ვატარებთ კვლევებს სხვადასხვა საკითხზე. წინა წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო ბაზარზე ბრიკორამა პოზიციონირდება, როგორც მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი არჩევანის მქონე ბრენდი, სადაც კარგი სერვისი და სასიამოვნო გარემოა/განლაგებაა. თუმცა, სამწუხაროდ საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის იგივდება ძვირიან პროდუქტთან. შესაბამისად მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის. რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი შიდა კვლევებით დასტურდებოდა, რომ ბრიკორამას საფასო პოლიტიკა სავსებით მორგებული იყო ქართულ სამომხმარებლო კალათას. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ეს საკითხი პროფესიონალებისთვის მიგვენდო და სწორედ აქ ჩაერთო კომპანია ,,ეი სი თი“.

-უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ როგორია კვლევის შედეგები?

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბრიკორამარაში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული ჰიპერმარკეტების ასორტიმენტისგან. ზოგადად ბრიკორამაში წარმოდგენილია 55 000 დასახელების პროდუქტი და ამ პროდუქციის 80% იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი 20% კი ის ბრენდებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე დიდი ხანია წარმოდგენილია და იცნობს მომხმარებელი.

რაც შეეხება, უშულოდ საფასო პოლიტიკას, კვლევის ფარგლებში, კომპანია “ეისითიმ” შეარჩია სამი ყველაზე ცნობილი  სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი და სწორედ ამ კომპანიებში არსებულ ფასებს შედარდა ბრიკორამაში არსებული ფასები. პროდუქტების ფასების აღწერა მოხდა 4 კატეგორიაში: კავეული, სანტექნიკა, მებაღეობა და შერეული კატეგორია (ელექტროობა, მშენებლობა, ხელსაწყოები, ხის მასალები, დეკორაცია).

სხვა ჰიპერმარკეტებთან შედარებით, საერთო პროდუქციის ასორტიმენტში, ბრიკორამაში 80%-ით უფრო იაფია ეს პროდქუტები ვიდრე ჩვენს კონკურენტ მაღაზიებში.

მაგალითად, კავეულის კატეგორიაში, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 93% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ბრიკორამაში მომხმარებელს დაახლოებით 10%-მდე დაბალი ფასით შეუძლია შეიძინოს კვეულის სექციაში აღწერილი პროდუქტები.

მებაღეობის კატეგორიაში, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 76% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხება ფასებს, ბრიკორამაში მომხმარებელს 20%-მდე დაბალი ფასით შეუძლია შეიძინოს მებაღეობის პროდუქტები.

სანტექნიკის კატეგორიაში კი, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 84% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხებას ფასებს, მოხმარებელს 21%-ზე მეტი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს აღწერილი პროდუქტებს დააახლოებით მესამედი.

შერეულ კატეგორიაში კი, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 74% უფრო იაფია ბრიკორამაში. ამ კატეგორიში ბრიკორამას ფასის 10%-იანი სხვაობა აქვს, სხვა ჰიპერმარკეტებთან მიმართებაში.

მოცემული კვლევა გამოქვეყნდება ჩვენს საიტზეც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს დეტალური ინფორმაცია.

გარდა ამისა, ბრიკორამა მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სეზონურ აქციებსა და ფასდაკლებებს. გვაქვს მუდმივი სამშაბათის აქცია და ყოველ სამშაბათს კიდევ უფრო იაფად არის შესაძლებელი სასურველი პროდუქციის შეძენა.  მიმდინარებს, შეადარე ფასის კამპანიაც, რაც გულისხმობს რომ თუ ჩვენთან შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი სხვაგან უფრო იაფად ნახავს, ჩვენ ორმაგად ავუნაზღაურებთ სხვაობას.

-გარდა ფასისა, დასაწყისში თქვენ საუბრობდით პროდუქციის ხარისხზეც, რაც მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. რადგან ვიცით, რომ უხარისხო სამშნებლო პროდუქცია არაერთ დაავადებას, მათ შორის სიმსივნესაც კი იწვევს. ამ საკითხზე რას გვეტყვით?

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიკორამას ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის 90% სერტიფიცირებულია და სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტით დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას. ასე რომ, ჩვენთან შეძენილი მასალებით, შეგიძლია მშვიდად და უსაფრთხოდ აკეთო შენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები