LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Tesla შესაძლოა საფრთხის შემცველად გამოაცხადონ. მიზეზი – საჭეა

36
teslashnws

გამოცემა Consumer Reports–ის ჟურნალისტები ახალი Tesla Model S–ით ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ და მის უჩვეულო საჭეს აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, მოწყობილობას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, ბევრ უხერხულობას ქმნის და შესაძლოა ავარიული სიტუაციის გამომწვევიც კი გახდეს. ეს კი საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან როგორც ცნობილია „ტესლას“ ახალი ავტომობილები ტრადიციულ საჭეს აღარ მიიღებენ, ოფციის სახითაც კი.

Consumer Reports–ის ცდებში 10 მძღოლი მონაწილეობდა. ერთი დადებითი მახასიათებელი რაც მათ აღმოაჩინეს იყო ის, რომ „შტურვალი“ ნეიტრალურ მდგომარეობაში მოწყობილობათა პანელს არ ფარავს. თუმცა, საჭის მარჯვენა კუთხის გამო ზოგიერთი მძღოლი მულტიმედიური სისტემის ღილაკებს ვერ ხედავს.

საჭე სრიალა მასალისგანაა დამზადებული და მკვეთრი მოსახვევის დროს ხელი სრიალებს, მისი ფორმა კი წინასწარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ იძლევა.

ერთ–ერთმა ქალმა, რომელიც „ტესლას“ ცდიდა, განაცხადა რომ საჭე ძალიან სქელია და შედარებით პატარა ხელის მქონე ადამიანებისთვის არაკომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები