1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან კოვიდპასპორტი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მუშაობის უფლებას არ მისცემენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 26 ივლისს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა პირზე, ვინც მართავს სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს, ასევე მუშაობს სხვადასხვა კომპანიაში და ემსახურება მგზავრებს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან განხორციელდება რეიდები ქვეყანაში დასაქმებული ყველა ტაქსის მძღოლის წინააღმდეგ, რომელიც კოვიდპასპორტის გარეშე მუშაობს.
“კოვიდსერტიფიკატის შემოწმება ლეგალურია. თითოეული ღონისძიება მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის შსს-ს განცხადებაში.